* ჩვენი სერვისი უფასოა ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის;

"მმართველი კომპანია"- ვებ გვერდი http://www.task.ge - ს მმართველი კომპანია, ი/მ "IT STUDIO".

* მმართველი კომპანია არ არის არცერთი გარიგების დაკვეთის, თანამონაწილე, დამკვეთი ან შემსრულებელი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება პროგრამისტს და შემსრულებელს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

* მმართველი კომპანია უზრუნველყოფს დავალების განთავსებას ზუსტად შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება დავალების/დეველოპერის ადვილად მოძებნაში.

* ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

* საიტზე პირადი ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და დავალების დამკვეთ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.

* გამომდინარე საიტის წესებიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

* საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

აკრძალულია და მმართველ კომპანიას აქვს უფლება წაშალოს შემდეგი შინაარსის დავალებები:

* დავალება არ უნდა :


* იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.

* ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.

* შეიცავდეს ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყივდის შესახებ.

* ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.

* შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.

* შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.

* შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.

* მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.

* უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.

* შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.

* შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიეტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ.

* არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

რეგისტრაციის წესები:
* მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი ასევე ვერიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია.

* რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

* მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

* აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.

* იდენტიფიკაციის შემცველი ინფორმაციის სიცრუის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებას იტოვებს გააუქმოს ანგარიში